“უკრაინა აშშ-ის დამატებითი დახმარების გარეშე ომს ვერ მოიგებს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ომში შეერთებული შტატების დამატებითი დახმარების გარეშე ვერ გაიმარჯვებს.

ამის შესახებ მან PBS NewsHour-თან ინტერვიუში თქვა.

უკრაინის ლიდერს ჰკითხეს, იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის დახმარება არ განახლდება, რამდენ ხანს გაძლებს უკრაინის ჯარი.

“ღიად გეტყვით, რომ ამ დახმარების გარეშე გამარჯვების შანსი არ გვექნება. მტერზე უფრო ძლიერი უნდა იყო.ამაზე ვსაუბრობ. დღეს საარტილერიო ჭურვია 1-10-ზე. შევძლებთ ასეთ პირობებში გაძლებას? არა, ასეთი სტატისტიკის პირობებში, ნებისმიერი შემთხვევაში ვერ შევძლებთ, ყოველდღიურად უკან გადაგვაგდებენ. თუ 100%-ით გვსურს დავიცვათ ის რაც ჩვენს კონტროლზეა, ერთიდან შესაფერის ციფრებამდე უნდა გადავიდეთ 10-10-ზე”,- აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები