ისრაელში აცხადებენ, რომ ირანის თავდასხმას პასუხი მოჰყვება

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურის, ჰერცი ჰალევის განცხადებით, ირანის თავდასხმას „პასუხი მოჰყვება“.

მისი თქმით, ისრაელი ფიქრობს და განიხილავს სამომავლო ნაბიჯებს.

„ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამდენი რაკეტის, ფრთოსანი რაკეტისა და უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებას პასუხი მოჰყვება“, – დასძინა ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა.

ჰერცი ჰალევმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელში გვიან ღამით სამხედრო კაბინეტის სხდომა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები