სიდნეიში, ერთ-ერთ ეკლესიაში მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა

სიდნეიში, ერთ-ერთ ეკლესიაში მამაკაცმა ქადაგების დროს ეპისკოპოსი და კიდევ რამდენიმე ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი მამაკაცი, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობს.

დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათ დახმარება აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმებმა.

რამდენიმე დღის წინ სიდნეის სავაჭრო ცენტრში მამაკაცმა დანით ექვსი ადამიანი მოკლა. თავდამსხმელი პოლიციის ოფიცერმა მოკლა. უცნობია, აქვს თუ არა ერთმანეთთან კავშირი ამ ორ თავდასხმას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები