Tesla სამსახურიდან 14 ათასამდე თანამშრომელს გაათავისუფლებს

AUSTIN, TEXAS - MAY 31: A Tesla Model Y is seen on a Tesla car lot on May 31, 2023 in Austin, Texas. Tesla's Model Y has become the world's best selling car in the first quarter of 2023. (Photo by Brandon Bell/Getty Images)

კომპანია Tesla მსოფლიოში თანამშრომელთა 10% გაათავისუფლებს. ამის მიზეზია ელექტრომობილების მოთხოვნის ვარდნა და ჩინეთის მხრიდან კონკურენციის ზრდა.

The Telegraph-ი წერს, რომ კომპანიაში 140 ათასამდე ადამიანია დასაქმებული, შესაბამისად, დაახლოებით 14 ათასის გათავისუფლება მოხდება.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა თანამშრომლებს „მძიმე გადაწყვეტილების“ შესახებ წერილობით აცნობა.

„მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიოში ქარხნების მასშტაბებიდან გამომდინარე სწრაფად ვიზრდებოდით. როდესაც კომპანია ზრდის მომდევნო ეტაპისთვის ვამზადებთ, უკიდურესად მნიშვნელოვანია დანახარჯის შემცირება და წარმოების ზრდა. ამ ძალისხმევის ფარგლებში ორგანიზაციის ანალიზი ჩავატარეთ და მივიღეთ მძიმე გადაწყვეტილება – შევამციროთ პერსონალის რაოდენობა მთელს მსოფლიოში 10%-ით“, – ნათქვამია ილონ მასკის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები