მაკრონს სურს, ოლიმპიური თამაშების დროს „ოლიმპიური ზავი“ გამოცხადდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოდის ინიციატივით, რომ 2024 წლის ოლიმპიური თამაშების დროს „ოლიმპიური ზავი“ გამოცხადდეს.

ამის შესახებ მან RMC-სა და BFMTV-სთან ინტერვიუში თქვა.

„რამდენიმე კვირაში პარიზში ჩინეთის ლიდერი ჩამოვა. დახმარება ვთხოვე. 2022 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროსაც, რომელსაც ჩინეთი მასპინძლობდა, ასეთივე ამოცანა იდგა. ამიტომ, ეს მსოფლიოსთვის შესაძლოა, დიპლომატიური მომენტი გახდეს“, – განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.

მაკრონის თქმით, ის ისრაელ -„ჰამასის“, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და სუდანის ომს გულისხმობს.

მარტში უკრაინულ მედიას მაკრონმა განუცხადა, რომ საფრანგეთი რუსეთს ოლიმპიური თამაშების დროისთვის ცეცხლის შეწყვეტას შესთავაზებს.

ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისის და 11აგვისტოს პერიოდში გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები