ლაგოდეხში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღინიშნა

ლაგოდეხში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღინიშნა, ისტორიული მუზეუმის შენობის, მედიათეკის დარბაზში გამართულ ღონისძიებას ლაგოდეხელ  ახალგაზრდა პოეტებთან და პროზაიკოსებთან ერთად პედაგოგები დაესწრნენ.

ქართული ენის თემატიკაზე შექმნილი ვიდეორგოლის ჩვენების შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის მფლობელმა,პოეტმა ედუარდ უგულავამ დედაენის დღის ისტორიულ თარიღზე, სახელმწიფო ენის სტატუსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა . ახალგაზრდებმა კი საკუთარ შემოქმედებიდან, თემატური ნაშრომები წაიკითხეს და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს .

ღონისძიებას ,მერის მოადგილე ნინო ბატიაშვილი,საკრებულოს თავმჯდომარე კახაჯამბურია,საგანმანათლებლო რესურსცენტრისხელმძღვანელი ხათუნა შუშტაკაშვილი, ასევე საჯაროსკოლების დირექტორები და პედაგოგები დაესწრო. ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა საჩუქრად წიგნი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები