ABC: ირანულმა რაკეტებმა ისრაელში ავიაბაზებს დაარტყეს

ირანიდან გასროლილმა, სულ მცირე, 9 რაკეტამ გაარღვია ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემები და ორ ავიაბაზას დაარტყა, თუმცა, მომხდარს მნიშვნელოვანი ზიანი არ მოჰყოლია.

ამის შესახებ ABC News-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება.

მისი თქმით, ისრაელის ავიაბაზა ნევათიმს 5 ბალისტიკური რაკეტა მოხვდა, რომლის შედეგად სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი – “ს-130” დაზიანდა, ასევე, გამოუყენებელი ასაფრენი ბილიკი და ცარიელი საწყობები.

გარდა ამისა, 4 რაკეტა მოხვდა ნეგევის უდაბნოს რაიონში მდებარე ავიაბაზას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები