ნიუ იორკში სროლას პოლიციის ოფიცერი და შერიფის მოადგილე ემსხვერპლნენ

ნიუ იორკში სროლის შედეგად, პოლიციის ოფიცერი და შერიფის მოადგილე მოკლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც 911-ზე შევიდა შეტყობინება მოპარული მანქანის შესახებ.

ადგილზე მისულ პოლიციას კი ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები