აშშ-ში აცხადებენ, რომ ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული 80 დრონი და 6 ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს

აშშ-ში განაცხადეს, რომ უქმეებზე ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული 80 დრონი გაანადგურეს. ასევე, ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM), სულ მცირე, ექვსი ბალისტიკური რაკეტა მოიგერია.

„CENTCOM კვლავ არის მზად, მხარი დაუჭიროს ისრაელის თავდაცვას. გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ყველა რეგიონალურ პარტნიორთან რეგიონული უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, – აცხადებენ აშშ-ის სარდლობაში.

ისრაელში კი ამბობენ, რომ ირანის ტერიტორიიდან 350-მდე დრონი, ასევე, რაკეტები იყო გაშვებული.

როგორც 14 აპრილს ბრიფინგზე IDF-ის სპიკერმა, დანიელ ხაგარიმ განაცხადა, მათი 99% განადგურდა, მოკავშირეების დახმარებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები