ისრაელში სამხედრო კაბინეტის სხდომა გაიმართა

ისრაელში გვიან ღამით  სამხედრო კაბინეტის სხდომა გაიმართა, რომელიც თითქმის 3 საათს გაგრძელდა. თუმცა, როგორც მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, უცნობია, თუ რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული ირანის იერიშის საპასუხო ქმედებებთან დაკავშირებით.

CNN-ის ცნობით, ისრაელის ხელისუფლება პასუხის გაცემას გეგმავს, მაგრამ დროსა და მასშტაბებთან დაკავშირებით ვადები დაზუსტებული არ არის.

ტელეარხის ცნობით, ბენი განცი და გადი ეიზენკოტი მხარს უჭერდნენ სწრაფ მოქმედებას, მაგრამ ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, პასუხის გაცემა 15 აპრილამდე გადაიდო.

The Times of Israel-ის ცნობით, მინისტრთა კაბინეტი უახლოეს დროში ისევ შეიკრიბება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები