ანტალიაში საბაგიროს კაბინა ბოძს შეეჯახა – 1 ადამიანი გარდაიცვალა, 10 დაშავდა

თურქეთში, ანტალიის პროვინციაში საბაგიროს კაბინა ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 10 დაშავდა – განცხადებას თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პარასკევს, საღამოს 5 საათზე 24 საბაგიროს კაბინა იყო ჰაერში გაჭედილი, 16 საათის შემდეგ კი – 60-ზე მეტი ადამიანი კვლავ გაჭედილი იყო 9 კაბინაში. მაშველებმა კაბინებიდან 120-ზე მეტი ადამიანის დროულად გამოყვანა შეძლეს.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამაშველო ოპერაციაში 7 ვერტმფრენი და 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

ჯერჯერობით, ინციდენტის მიზეზი უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები