ბაიდენი: ირანი ისრაელს თავს დაესხმება – ისრაელს მხარს დავუჭერთ და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს

US President Joe Biden speaks at Abbotts Creek Community Center during an event to promote his economic agenda in Raleigh, North Carolina, on January 18, 2024. (Photo by SAUL LOEB / AFP) (Photo by SAUL LOEB/AFP via Getty Images)

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მოელის, რომ ირანი ისრაელს თავს დაესხმება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„არ მინდა დეტალებში შესვლა, მაგრამ ჩემი მოლოდინია, რომ ეს მოხდება უფრო ადრე, ვიდრე გვიან“, – აღნიშნა ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, არიან თუ არა ამერიკელი ჯარისკაცები რისკის ქვეშ – ბაიდენი ტრიბუნას დაუბრუნდა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „ერთგულია“ ისრაელის დაცვისადმი.

„ჩვენ ისრაელის დაცვის ერთგულნი ვართ. ჩვენ მხარს დავუჭერთ ისრაელს, დავეხმარებით ისრაელს დაცვაში და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები