ერდოღანი: ისრაელი ღაზაში ჩაგვრისთვის საფასურს გადაიხდის

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში ჩაგვრისთვის საფასურს გადაიხდის.

„ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისთვის ყველა საშუალება უნდა იყოს მობილიზებული, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის იმპლემენტაცია. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ დავუპირისპირდებით ისრაელის ბარბაროსულ თავდასხმებს ღაზაზე და ისრაელი აუცილებლად გადაიხდის საფასურს ტირანიისთვის“, – აღნიშნა ერდოღანმა პალესტინელ კოლეგასთან, მაჰმუდ აბასთან სატელეფონო საუბარში.

ამასთან, ერდოღანმა ხაზი გაუსვა პალესტინურ ჯგუფებს შორის ერთიანობის აუცილებლობას და ისრაელის წინააღმდეგ მტკიცედ და გაერთიანებულად დგომის მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები