მოდის დიზაინერი რობერტო კავალი გარდაიცვალა

იტალიელი მოდის დიზაინერი რობერტო კავალი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი კომპანია ავრცელებს.

როგორც იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA იუწყება, კავალი ფლორენციაში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

მოდის ცნობილი დიზაინერი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა, ბოლო დღეებში კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები