„სუროგაცია არაადამიანური პრაქტიკაა“ – ჯორჯია მელონი

FILE PHOTO: Italian Prime Minister Giorgia Meloni speaks during a news conference with Israeli Prime Minister Benjamin Netanyahu after their meeting at Palazzo Chigi, in Rome, Italy, March 10, 2023. REUTERS/Guglielmo Mangiapane

სუროგატი მშობლობა არაადამიანური პრაქტიკაა, რომლის დროსაც ბავშვებს ისე ექცევიან, როგორც სუპერმარკეტის პროდუქტებს, – იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომლის სიტყვებსაც Reuters-ი ციტირებს.

იტალიაში სუროგაცია პატიმრობითა და ჯარიმით ისჯება, თუმცა მელონის მემარჯვენე კოალიციამ პირობა დადო, რომ კიდევ უფრო მკაცრ აკრძალვას შემოიღებს.

„ვერავინ დამარწმუნებს, რომ საშვილოსნოს დაქირავება თავისუფლების აქტია, ვერავინ დამარწმუნებს, რომ სიყვარულის აქტია ბავშვების სუპერმარკეტში ურეცეპტოდ გასაყიდ პროდუქტად განხილვა.

ჯერ კიდევ არაადამიანურად მიმაჩნია საშვილოსნოს გაქირავების პრაქტიკა, მხარს ვუჭერ შემოთავაზებულ კანონს, რომელიც მას საყოველთაო დანაშაულად აქცევს“, – აღნიშნა იტალიის მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები