დონალდ ტუსკი: ევროპა საკმარისად მდიდარია იმისათვის, რომ უკრაინას იარაღი და საბრძოლო მასალა მიაწოდოს

ევროპა საკმარისად მდიდარია იმისათვის, რომ უკრაინას იარაღი და საბრძოლო მასალა მიაწოდოს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ბერძენ კოლეგასთან, კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად ვარშავაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ევროპა საკმარისად მდიდარია იმისთვის, რომ დაეხმაროს უკრაინას და მიაწოდოს იარაღი და საბრძოლო მასალა. პრობლემა ის არის, რომ ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია არ არის ადაპტირებული ამისთვის“, – აღნიშნა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.

ამასთან, მისი თქმით, ალტერნატივა არ აქვს იმ მოსაზრებას, რომ ევროკავშირი უნდა გახდეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამხედრო ძალა, რათა ევროპის კონტინენტზე თავი დაცულად ვიგრძნოთ.

„ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებსა და გავლენას ევროპაში და ბრიუსელში ჩვენი პარტნიორების მობილიზებისთვის, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა ევროპაში“, – დასძინა ტუსკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები