მოსკოვში უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მანქანა ააფეთქეს
მოსკოვში რუსეთის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ გადაბირებული უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ვასილი პროხოროვის ავტომობილი ააფეთქეს.
ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში Toyota Land Cruiser-ში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამუშავდა. მძღოლმა ფეხის ტრავმა მიიღო, მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
პროხოროვი რამდენიმე წლის წინ რუსეთში გადასახლდა.
2014 წლიდან ის რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, რომლებსაც უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.