იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან სანაპირო დაცვამ მიგრანტების ნავის ჩაძირვის შემდეგ 22 ადამიანის გადარჩენა შეძლო. მომხდარს 9 პირი შეეწირა.
ამის შესახებ AP წერს.
აღნიშნულია, რომ ნავი შტორმის დროს გადაბრუნდა.
დაღუპულთა შორის 6 თვის ბავშვი და 7 მამაკაცია.
მიგრანტების ნავი ტუნისის ქალაქ სფაქსიდან მოცურავდა. მასში 46 მგზავრი იმყოფებოდა გვინეიდან, ბურკინა-ფასოდან, მალიდან და კოტ-დივუარიდან.
იტალიის სანაპირო დაცვაში აცხადებენ, რომ ტალღების სიმაღლე 5 მეტრს აღწევდა.