Ynet: ისრაელი ირანთან ომისთვის მზად არის
ისრაელის არმიამ და “მოსადმა” საპასუხო იერიშის გეგმა დაამტკიცეს იმ შემთხვევისთვის, თუ ირანის ტერიტორიიდან ისრაელზე თავდასხმა მოხდება.
ამის შესახებ გამოცემა Ynet წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მათი ინფორმაციით, IDF “სათანადოდ ირანის მიწაზე უპასუხებს”.
ასევე, აღნიშნულია, რომ ბოლო დღეებში ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და შეერთებულ შტატებს შორის კოორდინაციაა გაძლიერებული.
მანამდე, The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ ირანი ისრაელზე თავდასხმას უახლოეს 48 საათში განახორციელებს.