ბელარუსში რუსული ჩაის შეტანა აიკრძალა

ბელარუსში ჩაის მწარმოებელი რუსული კომპანიის – “ორიმის” პროდუქციის შეტანა აიკრძალა.

კომპანია ჩაის ისეთ ბრენდებს აწარმოებს, როგორიცაა “გიტა”, “პრინცესა კადნი” და “პრინცესა ნური”.

ბელარუსის სანიტარიული სამსახურის ცნობით, ჩაის ნიმუშებში ობია გამოვლენილი, რომელთა რაოდენობა რესპუბლიკაში დასაშვებ ნორმას აღემატება.

კომპანიის პროდუქციას გაყიდვიდან ამოიღებენ.

ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ შეზღუდვა დროებითია და მოიხსნება მაშინ, როდესაც “ორიმის” ჩაის ხარისხი გაუმჯობესდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები