CBS: ირანი ისრაელს თავს უახლოეს დროში დაესხმება
ისრაელსა და შეერთებულ შტატებში მიაჩნიათ, რომ, დამასკოში ირანის საკონსულოს თავდასხმაზე შურისძიების მიზნით, თეირანი საპასუხო დარტყმას გეგმავს, რომელიც მოიცავს ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების და დრონების გამოყენებას.
ამის შესახებ CBS News-ი იტყობინება.
ჯერჯერობით უცნობია, საიდან იქნება გაშვებული დრონები – ერაყიდან, სირიის თუ ირანის ტერიტორიიდან.
ამავე დროს, The Wall Street Journal-ი წერს, რომ ისრაელზე თავდასხმა მომდევნო 48 საათის განმავლობაში მოხდება.