რუსეთის პატრიარქი კირილი ესტონეთმა შესაძლოა, ტერორისტად გამოაცხადოს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლაური ლიანემეტსმა განაცხადა, რომ ქვეყნის პარლამენტს წინადადებით მიმართავს,  რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს.

ამის შესახებ ERR წერს.

ამავე დროს, ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის პატრიარქატში აცხადებენ, რომ მოსკოვის საპატრიარქოს პირდაპირ დაქვემდებარებაში არ არიან, შესაბამისად, ვერ აგებენ პასუხს იმ განცხადებებზე, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მოსკოვში კეთდება.

ERR ასკვნის, რომ ადგილობრივმა ეკლესიამ, ფაქტობრივად, ესტონეთის შსს-ს მოთხოვნა უარყო, გამოვიდეს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები