ირანის მუქარის ფონზე, ისრაელში აშშ-ის საელჩომ თანამშრომლებს ქალაქიდან გასვლა შეუზღუდა
ირანის მხრიდან მუქარის ფონზე, აშშ-ის საელჩომ ისრაელში თავის თანამშრომლებს ქალაქებიდან გასვლა შეუზღუდა.
აშშ-ის საელჩომ დასაქმებულებს თელ ავივის, იერუსალიმისა და ბეერ-შევას ფარგლებს გარეთ გასვლა შეუზღუდა.
„აშშ-ის სამთავრობო პერსონალისთვის ნებადართულია პერსონალური მიზნით ამ სამ რაიონს შორის გადაადგილება“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
აღნიშნული გაფრთხილებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ ირანი ისრაელის მიმართ საჯარო მუქარებს გამოხატავს.