მხოლოდ სიტყვები პუტინს ვერ შეაჩერებს. ჩვენ უნდა უზრუნველყოთ მეტი სამხედრო მხარდაჭერა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 22 აპრილს არის დაგეგმილი, თამამ გადაწყვეტილებებს ელოდება.
„გუშინ რუსეთმა ისევ განახორციელა ბარბაროსული დარტყმა უკრაინაზე მისი ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. მხოლოდ სიტყვები პუტინს ვერ შეაჩერებს. ჩვენ უნდა უზრუნველყოთ მეტი სამხედრო მხარდაჭერა. 22 აპრილის საბჭოს სხდომის წინ, დღეს მე მივწერე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს.
ჩვენ უნდა დავაჩქაროთ და გავაფართოოთ უკრაინისადმი სამხედრო მხარდაჭერა. ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები რუსეთის რაკეტების გასანადგურებლად, ქალაქებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. დახმარებას სიცოცხლესა და სიკვდილს შორის მნიშვნელობა ექნება.
გაბედულ გადაწყვეტილებებს ველი 22 აპრილის ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრების დმიტრო კულებასთან და რუსტემ უმეროვთან საერთო შეხვედრაზე. ევროკავშირი უკრაინას ყველაფერს მიაწვდის, რაც საჭირო იქნება“, – წერს ბორელი X-ზე.
Yesterday Russia hit again Ukraine with barbaric attacks against its people & critical infrastructure.
Words alone will not stop Putin. We must deliver more military support.
Today, I wrote to EU Foreign Affairs and Defence Ministers ahead of the FAC on 22 April.
Thread👇
1/5— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) April 11, 2024