ღაზაში ავტომობილზე თავდასხმის შედეგად, “ჰამასის” პოლიტსაბჭოს ლიდერის ოჯახის 7 წევრია ლიკვიდირებული
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ანკლავის ქალაქ ღაზაში ავტომობილი დაბომბეს, რომელშიც “ჰამასის” პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
მედიის ინფორმაციით, ისრაელელმა სამხედროებმა ავტომობილის ქალაქის დასავლეთით, ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკში დაბომბეს, რასაც ჰანიის სამი შვილი და 4 შვილიშვილი შეეწირა.
ასევე, არიან დაშავებულებიც.