“სხვადასხვა სცენარისთვის ვემზადებით” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თელ-ნოფის საჰაერო ძალების ბაზას ეწვია, სადაც განაცხადა, რომ “მძევლების დაბრუნების მცდელობები გრძელდება” და აღნიშნა, “სხვა ასპარეზზე გამოწვევებისთვის” მზადყოფნის შესახებ.

„რთულ დღეებს გავდივართ. ღაზის სექტორში ომი პიკშია და მთელი ძალით გრძელდება. ჩვენ განუწყვეტლივ ვცდილობთ, ჩვენი გატაცებული მოქალაქეების დაბრუნებას და, ამავდროულად, ვემზადებით სხვადასხვა სცენარისა და გამოწვევებისთვის სხვა ასპარეზზე. მარტივი პრინციპი დავამყარეთ: ვინც უნდა დაგვიშავოს, მას აუცილებლად დავუშავებთ. მზად ვართ, ვუპასუხოთ ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების გამოწვევებს, მზად ვართ, თავდაცვისთვის და შეტევისთვის“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები