ოკუპანტების იერიშის შედეგად, კიევთან მდებარე ტრიპოლის თბოელექტროსადგური მთლიანად განადგურდა

რუსეთის მასირებული სარაკეტო იერიშის შედეგად, კიევის მახლობლად მდებარე ტრიპოლის თბოელექტროსადგური მთლიანად განადგურდა.

ამის შესახებ „ცენტრენერგოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ანდრეი გოტამ განაცხადა.

მისი თქმით, დარტყმის შედეგად, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა ტურბინის განყოფილებაში. ტრიპოლის თბოელექტროსადგური იყო კიევის, ჩერკსისა და ჟიტომირის ოლქებში ელექტროენერგიის უმსხვილესი მიმწოდებელი.

„ნგრევის მასშტაბები საშინელია. ფინანსურად ეს ვერ შეფასდება. ეს საწარმოს ისტორიაში ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, გავუმკლავდებით“, – განაცხადა „ცენტრენრგოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ანდრეი გოტამ.

11 აპრილს, ღამით რუსეთის სარაკეტო დარტყმების სამიზნე გახდა უკრაინის რამდენიმე ოლქის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. დაიბომბა ენერგოობიექტები ოდესის, ზაპოროჟიეს, ლვოვის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები