თოჯინების სახელმწიფო თეატრის გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი, ნიკა საბაშვილი “გამჭვირვალობის შესახებ კანონზე” საკუთარ პოზიციას “კვირასთან” აფიქსირებს.
საბაშვილი მიიჩნევს, რომ გამჭვირვალობა მისაღებია.
ამასთან, საბაშვილი კანონთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ისინი თავის დროზე კანდიდატის სტატუსის მიღებასაც სკეპტიკურად უყურებდნენ.
“ასე ამბობდნენ ადრეც, რომ ევროპა ჩაიკეტებოდა, მაგრამ გადავაადგილდებით თავისუფლად, ასე ამბობდნენ სტატუსზეც, მაგრამ მივიღეთ. ჩემი კომპეტენცია არ არის ღრმა, მაგრამ რატომ უნდა ვენდო ჭორებს და არა ფაქტებს? ან გამჭვირვალობა რატომ არის ცუდი თუ ამიხსნიან მეც გავაპროტესტებ, ჩემზე არ მოქმედებს ლანძღვით და ბულინგით, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლით რაიმე აზრის გაზიარება.
ჩვენ ერთმანეთს არ ვუსმენთ და გვაიძულებენ ერთმანეთს არ მოვუსმინოთ ყვირილის ფონზე. არ მინდა ასეთი ქაოსური ქვეყანა, მინდა ვუსმენდეთ ერთმანეთს და ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდიოდეთ,პატივს ვცემდეთ ერთმანეთს განსხვავებული აზრის მიუხედავად, რაც უნდა მიუღებელი იყოს ის შენთვის”,- აცხადებს “კვირასთან” საუბრისას საბაშვილი.