IDF-მა ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა(IDF) ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში ღამით სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ 102-ე დივიზიამ “ჰამასის” მიწისქვეშა და სხვა ობიექტები დაბომბა.

NEWSru.co.il წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამჟამად ბრძოლა მიმდინარეობს უადი ღაზის ხიდის მიდამოში, რომელიც ნუსეირათის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.

ასევე, ცნობები ბევრ ლტოლვილზე ვრცელდება, რომლებმაც ნუსეირათი დატოვეს.

მედია ვარაუდობს, რომ ამ ოპერაციის მიზანია ორი ბატალიონის განადგურება და შემდგომ – რაფაჰში დარჩენილი ოთხის ლიკვიდაცია.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები