Lufthansa-მ ირანში ფრენები შეაჩერა

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო, ავიაკომპანია Lufthansa-მ თეირანში ფრენები 13 აპრილამდე შეაჩერა.

თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ავიაკომპანიას რეისები 11 აპრილამდე უნდა გაეჩერებინა, თუმცა, გადაწყვეტილება შეიცვალა.

„ლუფთჰანზა“ და მისი შვილობილი კომპანია – „ავსტრიული ავიახაზები“ ერთადერთი დასავლური ავიაკომპანიები არიან, რომლებიც თეირანში ფრენებს ასრულებენ.

ახლო აღმოსავლეთში ვითარება აპრილის დასაწყისიდან გამწვავდა, როდესაც დამასკოში ირანის საკონსულოზე დარტყმა განხორციელდა, რასაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შვიდი წევრი ემსხვერპლა, მათ შორის, ელიტური დანაყოფის ერთ-ერთი მეთაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები