რუსებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთმა ოდესის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რასაც 4 ადამიანი, მათ შორის 10 წლის გოგონა ემსხვერპლა.

ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, ოკუპანტებმა ოდესას „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს.

„რუსების მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოდესის რეგიონში დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, 10 წლის გოგონა, დაშავდა კიდევ შვიდი, ერთი მძიმე მდგომარეობაშია. მისი ქვედა კიდურები ამპუტირებულია, ექიმები ყველაფერს აკეთებენ დაშავებულების დასახმარებლად“, – აღნიშნა კიპერმა.

ამასთან, ოდესაში დარტყმის შედეგად დაზიანებულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და სატვირთო მანქანები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები