გიორგი იაკობაშვილი: გამჭვირვალობა არის დედა ინფორმაციისა, ინფორმაცია აღძრავს სიფრთხილეს, თორემ უკვე საბოლოოდ გავიდნენ თავს ბნელზე-ბნელი გამჭვირვალეები, წერა-კითხვის უცოდინარი მედია-ექსპერტები, ბრაკონიერი ეკოლოგები და “სამართლიანი არჩევნები”

მე რომ დონორი ფონდი ვიყო, რომელიც პროექტებს უანგაროდ აფინანსებს და თავისი წვლილი შეაქვს დემოკრატიის განვითარებაში, ჩემს ინტერესებში იქნებოდა გამჭვირვალობა და ღიაობა, ასე ხომ სხვებსაც მივცემდი მაგალითს – “დემოკრატიულ პროცესებს ვუწყობ ხელს და თქვენც მომბაძეთ”, “თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში წვლილი შევიტანე და თქვენც შეიტანეთ”, “თავისუფალი მედია გავაძლიერე და შეგიძლიათ, იგივე გააკეთოთ”, “სამოქალაქო განათლებას ვაფინანსებ”, “ტყე გავაშენე…”, “გადაშენების პირას მყოფი სახეობა გადავარჩინე…” და ა.შ. – ამის შესახებ For.ge-ის რედაქტორი, გიორგი იაკობაშვილი, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, გაუგებარია რას აპროტესტებენ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები, ვინაიდან, დასავლური არ ნიშნავს აპრიორი კარგს. ამის მაგალითად იაკობაშვილს მოჰყავს ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში გამოწვეული სკანდალი, სადაც გაირკვა, რომ ერთ-ერთი ფონდი, რომელიც დემოკრატიას, თავისუფალ მედიას, ეკოლოგიას და სექსუალურ უმცირესობებს აფინანსებდა, აღმოჩნდა, რომ “გაზპრომიდან” ფინანსდებოდა.

“აბა, რა გითხრათ?
მე რომ დონორი ფონდი ვიყო, რომელიც პროექტებს უანგაროდ აფინანსებს და თავისი წვლილი შეაქვს დემოკრატიის განვითარებაში, ჩემს ინტერესებში იქნებოდა გამჭვირვალობა და ღიაობა, ასე ხომ სხვებსაც მივცემდი მაგალითს – “დემოკრატიულ პროცესებს ვუწყობ ხელს და თქვენც მომბაძეთ”, “თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში წვლილი შევიტანე და თქვენც შეიტანეთ”, “თავისუფალი მედია გავაძლიერე და შეგიძლიათ, იგივე გააკეთოთ”, “სამოქალაქო განათლებას ვაფინანსებ”, “ტყე გავაშენე…”, “გადაშენების პირას მყოფი სახეობა გადავარჩინე…” და ა.შ.
ჩემს ინტერესებში იქნებოდა კი არა, იქით მოვთხოვდი მთავრობებს გამჭვირვალობის კანონის მიღებას, მეტიც – ჩემს მიერ დაფინანსებულ ენჯეოებს დავავალებდი, რომ ამ წინადადებით საკუთარი ქვეყნების პარლამენტებისთვის მიემართათ.
არა იმიტომ, რომ საკუთარი თავი წარმომეჩინა, არამედ იმიტომ, რომ თანამოაზრეები, მიმბაძველები გამომიჩნდებოდნენ და უფრო სწრაფად განვითარდებოდა დემოკრატია, უფრო სამართლიანი იქნებოდა არჩევნები, უფრო მეტ ტყეს შევუნახავდით შვილებს და აღარც სინანულით ვიკითხავდით, ნეტავ როგორ გამოიყურებიან ტასმანიური ვეფხვი და ინდონეზიური თხუნელა.
გამჭვირვალობა კარგია… ოღონდ, თუ არაფერი გაქვს დასამალი.
და, ჩვენთან რა ხდება? რატომ აპროტესტებენ? რა აქვთ დასამალი?
დასავლური არ ნიშნავს აპრიორი კარგს. ცუდი იყო რუსული იმპერიალიზმი და საბჭოთა ტოტალიტარიზმი, მაგრამ ვერც ინგლისურ კოლონიალიზმს, გერმანულ ფაშიზმს და ამერიკულ სეგრეგაციას მოვიწონებთ… უფრო სწორად, მე არ მომწონს და ქართული არასამთავრობოები, შესაძლოა, მიესალმებიან კიდეც… არ გამიკვირდება.
წლების წინ რომელიღაც ევროპულ ქვეყანაში სკანდალი გამოიწვია იმან, რომ ერთ-ერთი ფონდი, რომელიც დემოკრატიას, თავისუფალ მედიას, ეკოლოგიას და სექს. უმცირესობებს აფინანსებდა, აღმოჩნდა, რომ “გაზპრომიდან” იყო დაფინანსებული.
ანუ, “გაზპრომი” აძლევდა ფულს და, ამავე დროს, აძლევდა დირექტივებს, ვინ, სად, რისთვის და რამდენით უნდა დაეფინანსებინა.
ხოლო რა მიზნები აქვს და რა და ვინ ამოძრავებს “გაზპრომს”, ეს ყველამ კარგად ვიცით.
სხვათა შორის, წლებია რუსეთის ამ მთავარი იარაღის, “გაზპრომის” სტრუქტურებში წარმატებით მოღვაწეობენ გერმანიის ყოფილი კანცლერი, ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და კიდევ უამრავი ევროპელი ყოფილი ჩინოვნიკი – ავადსახსენებელი “კემბრიჯის ხუთეულის” ღირსეული შთამომავლები.
რა ვიცი… იქნებ ხვალ ანა ფოტიგა პუტინის მრჩევლად დაინიშნოს, სოროსის ფონდმა კი ოკუპირებულ ყირიმში გახსნას თავისი ფილიალი, რომელსაც ანდრიუს კუბილიუსი უხელმძღვანელებს, მოადგილედ კი ნინო ლომჯარია ეყოლება!
გამჭვირვალობა არის დედა ინფორმაციისა, ინფორმაცია აღძრავს სიფრთხილეს, პლუს-მინუს…
ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია!!!
თორემ, უკვე საბოლოოდ გავიდნენ თავს ბნელზე-ბნელი გამჭვირვალეები, წერა-კითხვის უცოდინარი მედია-ექსპერტები, ბრაკონიერი ეკოლოგები და “სამართლიანი არჩევნები”, პარალელური დათვლის გაყალბებით რომ ცდილობდა სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევას.
ხომ გახსოვთ, რა ერქვა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის წევრებმაც, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უდანაშაულო ადამიანებით გაავსეს ციხე?
თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ: ამ ენჯეოს ერქვა “თავისუფლების ინსტიტუტი” და თავისუფლებასთან მხოლოდ ის აკავშირებდა, რომ ემპათიისგან იყო თავისუფალი.” – წერს გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები