კრემლში პუტინის და ფაშინიანის შეხვედრას არ გამორიცხავენ

კრემლში იმედოვნებენ, რომ რუსეთ-სომხეთს შორის ურთიერთობაში ბოლო დროს წარმოქმნილი რთული მომენტები უმაღლეს დონეზე დიალოგის დროს იქნება მოგვარებული.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“ვიმედოვნებთ, რომ უმაღლეს დონეზე შეხვედრისას პრეზიდენტებს ამის განხილვის შესაძლებლობა ექნებათ. გარდა ამისა, არსებობს დიალოგები სამუშაო დონეზე, რაც ასევე მნიშვნელოვანია. და, რასაკვირველია, ორმხრივი ურთიერთობის ყველა რთული მომენტები, რომლებიც ბოლო დროს წარმოიქმნა, ასეთი დიალოგის ფარგლებში იქნება მოგვარებული”,- განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, “ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობა ფასდაუდებელია”.

“იცით, რომ სომხეთი ჩვენი უახლოესი პარტნიორია, მოკავშირე. ქვეყანა, რომელთანაც გვაახლოებს, როგორც ინტეგრაციული ფორმატები, ისე ისტორიული ორმხრივი ურთიერთობები, ჰუმანიტარული ურთიერთობები, რომელთა მნიშვნელობა ფასდაუდებელია. ცხადია, ასეთი მჭიდრო დიალოგის დროს, რაღაც პრობლემები წარმოიქმნება”,- განმარტა დიმიტრი პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები