გიორგი მარგველაშვილი – ოპოზიციაზე: მუდმივად მიმაჩნდა, რომ მათ ზედმეტი დამოკიდებულება აქვთ ჩვენს ძალიან პატივსაცემ პარტნიორებზე
„მუდმივად მიმაჩნდა, რომ მათ {ოპოზიცია} ზედმეტი დამოკიდებულება აქვთ ჩვენს ძალიან პატივსაცემ პარტნიორებზე”,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
,,რა თქმა უნდა, მათთან უნდა ვითანამშრომლოთ და მათ ღირებულებებს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ტაქტიკურ ნაბიჯებს უნდა მივყვეთ, იმას რასაც გვეტყვიან საელჩოებში. მაგალითისთვის გეტყვით, ერთ-ერთ საელჩოში დაიბარეს ოპოზიციის ლიდერები და ჩემს განცხადებებზე, რომ უნდა მოვახდინოთ პროცესის რადიკალიზაცია, მკვეთრად უთხრეს რომ ეს მიუღებელია.
მე ამის გამო ნაწყენი არ ვარ და მგონია, რომ ეს მათი გადასაწყვეტია. მათ შეუძლიათ, თავიანთი ხედვა ჰქონდეთ, მაგრამ ეს თავისუფლება არავის არის, გარდა ქართველებისა. არჩევნებამდე ამ გზაზე გაჩერება არ შეიძლება. ეს მუხტი უნდა შენარჩუნდეს. კარგი დასაწყისი იყო“, – აღნიშნა მარგველაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.
ანზორ მამულაშვილი