მამუკა მდინარაძე: თუ ვინმე, ჩვენს კანონპროექტში ერთ პუნქტს მაინც ნახავს, რომელიც რუსულის ანალოგია და ევროპულსა და ამერიკულში არ არის, შეგვიძლია ხვალვე წავიღოთ ეს კანონპროექტი უკან
თუ ვინმე, ჩვენს კანონპროექტში ერთ პუნქტს მაინც მონახავს, რომელიც რუსულის ანალოგია და სხვაგან, ევროპულსა და ამერიკულში არ არის, შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ხვალვე წავიღოთ ეს კანონპროექტი უკან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მდინარაძემ განმარტა, წაუკითხავ კანონს აპროტესტებინებენ ხალხს და „თავისას მიერეკებიან პიარულად“.
„თუ ვინმე, ჩვენს კანონპროექტში ერთ პუნქტს მაინც მონახავს, რომელიც რუსულის ანალოგია და სხვაგან, ევროპულსა და ამერიკულში მსგავსი ჩანაწერი არ არის, შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ხვალვე წავიღოთ ეს კანონპროექტი უკან. თუ იტყვით დეკლარაციის შევსებას, საერთო ნიშანია ამერიკულში, კანადურში, უკრაინულში და ასე შემდეგ. ვინც ამ კამპანიაში ჩაერთვება, ყველას მივმართავ, ერთი პუნქტი დაგვისახელონ, რა არის რუსული და რა მოთხოვნაც გინდათ, დავაკმაყოფილებთ. წაუკითხავ კანონს როგორ აპროტესტებინებენ ხალხს? რა დღეში დარტყმის ქვეშ, ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებენ ადამიანებს, რომ ამაზე პასუხი არ აქვთ და მაგრამ თავისას მიერეკებიან პიარულად“,- აღნიშნა მდინარაძემ.