ნიკოლოზ სამხარაძე – „გამჭვირვალობის კანონზე“: შინაარსში საერთოდ არაფერია რუსული
“კანონის შინაარსში საერთოდ არაფერია რუსული”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ „გამჭვირვალობის კანონზე“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით განხილვები გაიმართება.
“ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ კანონის შინაარსში საერთოდ არაფერია რუსული, პირიქით, ეს კანონი გადმოღებულია ევროპული დირექტივიდან. სწორედ ამიტომ არის მათი გააფთრებული წინააღმდეგობა იმასთან დაკავშირებით, რომ საერთოდ განხილვებიც არ იყოს.
თუმცა განხილვები გაიმართება. პარლამენტი იმისთვის არის, რომ ნებისმიერი საკითხი განიხილოს. იქნება საკომიტეტო განხილვები, იქნება პლენარულ სესიებზე განხილვები. ვისაც სურს შეუძლია მოვიდეს და თავისი არგუმენტები წარმოადგინოს და ამ არგუმენტებით საზოგადოება დაინახავს სიმართლეს, ვინ მალავს კონკრეტულ თანხებს და ამ თანხების მიზნობრიობას“, – აღნიშნა სამხარაძემ.
მისწერეთ კვირა