კახა კალაძე – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის, ყველგან დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს

ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის, ყველგან დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, – ამის შესახებ „ქართლი ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული ე.წ. „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება.

კალაძის თქმით, იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია – ყოველთვის დაიცავს ქვეყნის ინტერესებს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, მნიშვნელოვანი მოგებაა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის ყველგან დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს. ჩვენთვის უპირველესი და ამოსავალი არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა და „ქართული ოცნება“ სანამ არის ხელისუფლებაში, ყოველთვის, პირველ რიგში, რასაც გააკეთებს და რა პოლიტიკასაც გაატარებს, ეს არის ქვეყნის ინტერესების დაცვა“,- განაცხადა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული ე.წ. „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები