ნინო წილოსანი – “გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე: გარკვეულწილად, დისკრიმინაციულიც კი არის საქართველოს მიმართ მოთხოვნა, რომ ამ პრინციპმა არ იმუშაოს ჩვენს შემთხვევაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, დისკრიმინაციულია საქართველოს მიმართ მოთხოვნა, რომ “გამჭვირვალობის“ შესახებ კანონმა ჩვენს ქვეყანაში არ იმუშაოს.

მისივე თქმით, ამ კანონის მსგავსი პრინციპები სხვა ქვეყნებში უკვე მოქმედებს.

“საზოგადოება ადეკვატურად რეაგირებს საკუთარ უფლებაზე, რომ იცოდეს უცხოური ფინანსების შემოსავლისა და გამჭვირვალობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ საზოგადოების ინტერესს ვემსახუროთ. ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბევრ ქვეყანაში აღნიშნული პრინციპი, ამ დასახელებით, თუ ლობისტების შესახებ კანონპროექტით, თუ სხვადასხვა ფორმით, მოქმედებს. გარკვეულწილად, დისკრიმინაციულიც კი არის საქართველოს მიმართ მოთხოვნა, რომ ამ პრინციპმა არ იმუშაოს ჩვენს შემთხვევაში”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები