შალვა პაპუაშვილი: საქართველოს და თურქმენეთის ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებას სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამ ჩარჩოს შესაქმნელად მნიშვნელოვანია პარლამენტებს შორის თანამშრომლობა

მნიშვნელოვანია, რომ მეგობრობის ჯგუფის ფორმატში ურთიერთობები და, ასევე, სექტორული ურთიერთობები განვითარდეს კომიტეტებს შორის, ვინაიდან იმ საერთო ინტერესების განხორციელებას, რასაც ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება ჰქვია, სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამ ჩარჩოს შესაქმნელად მნიშვნელოვანია პარლამენტებს შორის თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარესთან, დუნიაგოზელ გულმანოვასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტებს შორის ურთიერთობის გაღრმავება მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებისთვის.

„შეხვედრა გვქონდა თურქმენეთში პარლამენტის თავმჯდომარესთან და ჩვენს კოლეგებთან, პარლამენტის წევრებთან. მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, პირადად გამეცნო ქალბატონი თავმჯდომარე. ვისაუბრეთ მეგობრობების ჯგუფებს შორის ურთიერთობების შესახებ. შარშან, საქართველო – თურქმენეთის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ქართული დელეგაცია იმყოფებოდა აშხაბადში და მე ოფიციალური ვიზიტით მოვიწვიე პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ მეგობრობის ჯგუფის ფორმატში ურთიერთობები და, ასევე, სექტორული ურთიერთობები განვითარდეს კომიტეტებს შორის, ვინაიდან იმ საერთო ინტერესების განხორციელებას, რასაც ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება ჰქვია, სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამ ჩარჩოს შესაქმნელად მნიშვნელოვანია პარლამენტებს შორის თანამშრომლობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები