„კი ევროპას – არა რუსულ კანონს“ – პარლამენტთან მორიგი აქცია 15 აპრილს გაიმართება

15 აპრილს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის პარალელურად, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენა არის ჩანიშნული, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან მორიგი აქცია გაიმართება.

შესაბამისი განცხადება პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გააკეთეს, რომლებიც დღეს რესპუბლიკის მოედნიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით „თავისუფლების მარშს“ მართავდნენ.

„ეს არის რამდენიმე ეტაპიანი ბრძოლა. კიდევ იქნება ბევრი ეტაპი და კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს შეკრება. ამისთვის ჩვენ მზად ვართ, ჩვენ ამისთვის ვიგეგმებით. ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ!

ორშაბათს ვიკრიბებით ისევ აქ, პარლამენტთან. ორშაბათს არის პირველი საკომიტეტო მოსმენა“, – განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები