ანდრიუს კალინდრამ საქართველოში ვიზიტით მყოფ, ლიეტუვის სეიმის დელეგაციის წევრებთან ერთად პატივი მიაგო 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას

დღეს ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ საქართველოში ვიზიტით მყოფ, ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) დელეგაციის წევრებთან ერთად პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას, ისევე როგორც მათ სიმამაცესა და თავგანწირვას.

“ქართველი ხალხის თავისუფლებისკენ მისწრაფებამ და სიმტკიცემ მოუპოვა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წელს. ლიეტუველები, როგორც თავადაც თავისუფლების მოყვარე ხალხი, მიიჩნევენ, რომ ყველაზე მეტად სწორედ აღნიშნული თვისება აახლოებს ჩვენს ერებს ერთმანეთთან.

საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს ლიეტუვა კვლავაც დგას საქართველოს გვერდით, მხარს უჭერს რა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც როგორც 1989 წელს, ისე ახლაც, რუსული იმპერიალიზმის სამიზნეს წარმოადგენს”,- წერია განცხადებაში, რომელსაც ლიეტუვის საელჩო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები