შვედეთის საელჩო: პატივს მივაგებთ ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა თავისუფალი საქართველოსთვის, გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი და ევროპული საქართველოს მხარდაჭერას

საქართველოში შვედეთის საელჩო 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„35 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარებმა ჩაახშეს მშვიდობიანი ქართული დემონსტრაციები თავისუფლებისთვის. ორი წლის შემდეგ საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა. ეროვნული ერთიანობის ამ დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა მათგანს, ვინც სიცოცხლე გაწირა თავისუფალი საქართველოსთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი და ევროპული საქართველოს მხარდაჭერას“, -წერია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები