რატი ბრეგაძე – მიხეილ სააკაშვილზე: თავს კარგად გრძნობს და ჩვენ ამით მხოლოდ მოხარულები ვართ
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პერსონალური ინფორმაციაა, თუმცა, გეტყვით, რომ თავს კარგად გრძნობს და ჩვენ ამით მხოლოდ მოხარულები ვართ.
გადაყვანას რაც შეეხება – კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ექიმებთან კონსულტაციის შედეგად იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული”,- განაცხადა ბრეგაძემ.