ნიკა ტყემალაძე – ლელა ვეფხვაძეზე: ბატონი ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული ეს სიკეთე მხოლოდ ამ ადამიანში არ უნდა იწვევდეს სიხარულს და მადლიერებას
ბატონი ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული ეს სიკეთე მხოლოდ ამ ადამიანში არ უნდა იწვევდეს სიხარულს და მადლიერებას, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ნიკა ტყემალაძე სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნული განცხადებით, ტყემალაძე ლელა ვეფხვაძის ვიდეოს ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას სახლი აჩუქა.
ტყემალაძის თქმით, ეს ფაქტი არა მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ ჩვენი, ყველას სიხარულია და ყველანი მადლიერი უნდა ვიყოთ.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული ეს სიკეთე, მხოლოდ ამ ადამიანში არ უნდა იწვევდეს სიხარულს და მადლიერებას. ჩვენი, ყველას სიხარულია და ყველა მადლიერი უნდა ვიყოთ, რომ ამ ადამიანს საკუთარი, გარანტირებული საცხოვრებელი გააჩნია. ასევე, მადლიერებაა გამოსახატი სხვა ძალიან ბევრ და დიდ საქმეებთან დაკავშირებით, რაც გაუკეთებია და მუდმივად აკეთებს, თავის სამშობლოზე უპირობოდ შეყვარებული ადამიანი“, – წერს ტყემალაძე.