,,გადამზიდველთა ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა ნაყოფიერად წარიმართა, ასოციაციების ხელმძღვანელ პირებსა და მათ წარმომადგენლებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან თანამშრომლობის პირობები გავაცანით, განვიხილეთ შეზღუდული ტიპის ნებართვების   რაციონალურად და გამჭვირვალედ განაწილებასთან დაკავშირებით ასოციაციებთან მჭიდრო კოორდინაცის წინაპირობები  და მომავალი თანამშრომლობის გეგმაზეც  შევთანხმდით” – განაცხადა ლევან გამყრელიძემ.

მომდევნო სამუშაო შეხვედრა გადამზიდველთა ასოციაციების წევრთა და სხვა დაინტერესებულ პირთა შორის მიმდინარე წლის 12 აპრილს ბათუმში ჩაინიშნა, სადაც გადამზიდველთა ასოციაციებში გაწევრიანების საკითხები, ასევე შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის  წესის პირობების განხილვა იგეგმება. შეხვედრაში მონაწილეობის მიზნით ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია  წინასწარი რეგისტრაცია გაიაროს სააგენტოს საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით შემდეგ სატელეფონო ნომერზე – 2365501.