ირაკლი ქადაგიშვილი – “გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე”: საზოგადოებას ტყუილს ეუბნებიან
მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი “გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან” დაკავშირებით სოციალურ ქსელებში მიმდინარე კამპანიას გამოეხმაურა.
ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებას ტყუილს ეუბნება.
„საზოგადოებას პირდაპირ ტყუილს ეუბნებიან, ისეთს – კანონში საერთოდ ასახულიც კი არ არის. ის კი არა, რომ შენ რაიმე ტყუილს ავრცელებ, ის, რომ ახსნა-განმარტება გააკეთო იმასთან დაკავშირებით, რისი ინიცირებაც გინდა, აი, ამის უფლებას გიკრძალავენ. ფაქტობრივად, ეს არის ერთგვარი ამ ფსევდოლიბერალურების ტოტალიტარული გამოვლინება, რომელიც რეალური დემოკრატიის წინააღმდეგაა მიმართული“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ხელახლა დაინიცირდა.