რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიციისგან არ ველოდებით არგუმენტებს – ცდილობენ, საზოგადოება მოატყუონ, მაგრამ ეს არ გამოუვათ

“რადიკალური ოპოზიციისგან არ ველოდებით არგუმენტებს, რადგან რეალურად არ ჩანს არგუმენტები, თუ რატომ უნდა იყოს ადამიანი გამჭვირვალობის წინააღმდეგი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას საზოგადოების მოტყუება არ გამოუვა.

„ეს პერიოდი გვაჩვენებს, რომ ამ ადამიანებს არა თუ ერთი არგუმენტი არ დაუდიათ, არამედ მხოლოდ დეზინფორმაციის ამარა არიან დარჩენილები, უსინდისოდ იტყუებიან და ცდილობენ, რომ ჩვენი საზოგადოება მოატყუონ, მაგრამ ეს მათ არ გამოუვათ, რადგან ჩვენი საზოგადოება ყველაზე სწორად და ზუსტად აღიქვამს ყველაფერს და აფასებს შესაბამისად. ეს შეფასება, ამ რადიკალური ჯგუფებისთვის როგორც ჩანს ძალიან მძიმე იქნება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ხელახლა დაინიცირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები