მაკა ბოჭორიშვილი: როცა გამჭვირვალობას ებრძვი, ალბათ, რაღაც დასამალი გაქვს

“ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებული არგუმენტები არგუმენტად ვერ გამოდგება, რადგან არავინ განმარტავს, რატომ
შეიძლება, კანონს რუსული ეწოდოს და გამჭვირვალობა იყოს რაიმე ევროპულთან წინააღმდეგობაში, საუბარია გამჭვირვალობაზე, ანგარიშვალდებულებაზე და მეტზე არაფერზე”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ინფორმირება მოხდეს იმის თაობაზე, როგორია ორგანიზაციების დაფინანსება და ვისი ინტერესებით მოქმედებენ.

„ალტერნატიული, „გრანტების შესახებ“ კანონი არ იძლევა იმ სურათს, რა სურათსაც უნდა იძლეოდეს ორგანიზაციების დაფინანსებაზე გამჭვირვალობა. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ინფორმირება მოხდეს იმის თაობაზე, როგორია ორგანიზაციების დაფინანსება და ვისი ინტერესებით მოქმედებენ. არგუმენტი, თითქოს, ეს ვინმეს წინააღმდეგ არის მიმართული, არასწორია. კანონი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. თუ ვინმე კეთილსინდისიერად მოქმედებს, არ შეიძლება, გამჭვირვალობა დაინახოს, როგორც მის საწინააღმდეგო. როცა გამჭვირვალობას ებრძვი, ალბათ, რაღაც დასამალი გაქვს. ეს ასე რომ არ იყოს, ის ამბავი არ მოჰყვებოდა კანონს, რაც მოჰყვა. ჩვენი პარტნიორები და დონორი ორგანიზაციები ბევრ კარგს აკეთებენ და რატომ უნდა დაიმალოს? რა აქვთ ასეთი დასამალი, რომ ჩვენი პარტნიორების კეთილი მიზნები არ შეიძლება, საზოგადოებამ იცოდეს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები