ზურაბ ქადაგიძე: როდესაც გარშემო ომის, დაძაბულობის და გეოპოლიტიკური კატასტროფების საშიშროებების დიდი ალბათობაა, შენ კიდევ შეგიძლია თავისუფლად, დიდი მასშტაბის ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სოციალური პროექტები ახორციელო, ნამდვილად გვაქვს საამაყოდ საქმე
საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის ეფექტურობაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე. ქადაგიძე განმარტავს, თუ რა შედეგი მოაქვს მშვიდობას და ამის დასტურად მოჰყავს საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაჟღერებული პროექტები. როგორც ქადაგიძე აცხადებს, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.