გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ხაზარაძე საქართველოს მომავალზე საუბრობს, უნდა გადავხედოთ მის წარსულს და საზოგადოება ნახავს, რამდენად გულწრფელია ის

“რაც დრო გადის, ჩვენ მტკიცებულებებს ვხედავთ, რომ ხაზარაძე თავისი მოქმედებებით პირდაპირ თაღლითობაშია მხილებული”, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ჰოლანდიელი ბიზნესპარტნიორი ხაზარაძე-ჯაფარიძეს 400 ათასი დოლარის დაბრუნებას სთხოვს.

მაჭარაშვილის თქმით, ხაზარაძის წარსულის გადახედვით, საზოგადოება მის გულწრფელობას ნახავს.

„ჯერ იყო ლისთან დაკავშირებით მისი და მისი ჯგუფის თაღლითური სქემა, რომ აქციები ხელოვნურად გაზარდეს, მიყიდეს სხვას, მერე ბოდიში მოუხადეს და ფული დაუბრუნეს, ახლა კი არის ახალი სკანდალი, როდესაც თუ არ ვცდები ჰოლანდიელებმა იყიდეს აქციები, ისე რომ ხაზარაძის მხრიდან ეს შეფასება გაბერილი იყო და ახლა სთხოვენ 400 000 დოლარს. როდესაც ეს ადამიანი გამჭვირვალობაზე და საქართველოს მომავალზე საუბრობს, ჯერ უნდა გადავხედოთ მის წარსულს, ვნახოთ რა სქემებში იღებდა მონაწილეობას და ამის მერე ნახავს საზოგადოება, რამდენად გულწრფელია ის, როდესაც საუბრობს, რომ მას საქართველო სტკივა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები